აშშ დასანქცირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს

სულ ნახვები : 178
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სანქციები დაწესდა, რათა ბოროტი აქტორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ხელი შეუწყოს, რომლებმაც დაუსჯელობით ისარგებლეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ისაუბრა.

მილერის თქმით, აშშ-ის დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული მოსამართლეები პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემულები და ეს საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს.

„ასევე ქართულ საზოგადოებასა და სასამართლო სისტემაში, კანონის უზენაესობის შელახვისთვის გაწეული სამუშაოსთვის, რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისმგებლობაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ მოითხოვს, რომ სანქცირებულ მოსამართლეებს აშშ-მ ბოდიში მოუხადოს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა