„ლელოს“ ლიდერები ევროკავშირის ელჩსა და ევროპული ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ

სულ ნახვები : 158
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი და გრიგოლ გეგელია დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰარჩინსკისა და ევროპული ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„მინდა პირდაპირ გითხრათ ყოველგვარი შელამაზების გარეშე, რომ სიტუაცია არის კრიტიკული. მე არ დავიწყებ არავის ციტირებას. იყო ძალიან ბევრი კითხვა შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ნათელია, რომ რასაც დღეს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, პირდაპირი დავალებაა რუსეთის და პუტინის, რომ საქართველო ვერ მოხვდეს იმ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ყველაფერი ეს: კანონი, გუშინდელი განხილვა, მეორეჯერ შემოტრიალება, ერთი მხრივ პრაქტიკულად, დაბლოკავს ჩვენი ქვეყნის გაერთიანების პროცესს ევროკავშირში, მეორე მხრივ კი, შეწყვეტს უზარმაზარ დახმარებებს ჩვენი მოქალაქეებისადმი - დაწყებული ლურჯი მოცვიდან და დამთავრებული საბავშვო ბაღების რემონტის თანხით. აღარ ვსაუბრობ სადამკვირვებლო მისიებზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე და უამრავ საქმეზე, რომელიც 30 წლის განმავლობაში ათეულ მილიარდ დოლარზე მეტზე გადის.

ამიტომ, საკითხი დგას ასე: ან რუსეთი ან ევროპა. ან „ქართული ოცნება“, რომელსაც რუსეთში მიჰყავს ჩვენი ქვეყანა ან ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიჰყავთ იმ ოჯახში, სადაც ჩვენი ადგილია“,- განაცხადა ხაზარაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა