გაიხსენეთ, რა თავდასხმა მოუწყვეთ გუბაზ სანიკიძეს, გიორგი ვაშაძეს - რომან გოცირიძე ელისაშვილის მიმართ მუქარების შეწყვეტას ითხოვს

სულ ნახვები : 151
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

გაიხსენეთ, რა თავდასხმა მოუწყვეთ გუბაზ სანიკიძეს, გიორგი ვაშაძეს, ვინ ამკვიდრებს ამ პარლამენტში ძალადობას? - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის მისამართით სესიაზე განაცხადა.

მან პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, აღკვეთოს ალეკო ელისაშვილის მიმართ „ოცნების“ დეპუტატების მუქარისშემცველი განცხადებები,  რომელიც კრიმინალური ლექსიკით კეთდება.

გოცირიძის თქმით, კრიმინალური  ქუჩური ლექსიკით მოსაუბრე დეპუტატების ადგილი პარლამენტში არ  არის.

„გაიხსენეთ, რა თავდასხმა მოუწყვეთ გუბაზ სანიკიძეს, ღარიბაშვილს  რომ რეპლიკა ესროლა  და მის დასაცავად გამოენთო მთელი უმრავლესობა. სად არის თქვენი ღარიბაშვილი ახლა? 20 ადამიანი რომ დაესხით თავს გიორგი ვაშაძეს, ბოდიში მოუხადეთ? ვინ ამკვიდრებს ძალადობას ამ პარლამენტში?  კეთილი ინებეთ და გამოაცხადეთ ახლა როგორც თავმჯდომარემ, როდესაც ალეკო  ელისაშვილზე ამბობთ, რომ მან არასწორი საქციელი ჩაიდინა და ამაში შეიძლება მეც დაგეთანხმოთ, მაშინ იგივე თქვით, როდესაც ვაშაძეს თავს ესხმოდით, სხვა დეპუტატებს თავს ესხმოდით. ის რაც გუბაზ სანიკიძეს გაუკეთეთ, ამას ადამიანი იკადრებს? რამდენი წელია პარლამენტში ვარ და ქუჩური ენით რომ ლაპარაკობთ, თქვენი ერთი-ერთზე ჩხუბი არ მინახავს... ჯოგური, ველური პრინციპით რომ მოქმედებთ, არ გრცხვენიათ?! ზოგს სპორტსმენი გქვიათ, კუნთიან ბიჭებს რომ ჩაწერთ სიაში სპეციალურად, საჩხუბრად, როდესაც ძალადობას ახალისებთ, გეტყვით, რომ „ძალადობა წარმოშობს ძალადობას“. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ერთი მუშტის მაგივრად 10 მოგხვდებათ, მაშინ მე გეუბნებით, „ვინც ქარს თესავს, ქარიშხალს მოიმკის“.

კეთილი ინებეთ პარლამენტის თავმჯდომარემ, გამოაცხადეთ საჯაროდ, კულუარებში თუ ღია განცხადებებში  დაანებონ თავი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, რომ თურმე ალეკო ელისაშვილი აქ რომ მოვა,  მას გაუსწორდებიან, სცემენ. თანაც როგორ სცემენ? ვაჟკაცურად, არაქათმურად. რა სიტყვებია, რა მდაბიური გამონათქვამი? რას ნიშნავს ლაჩრულად და ქათმურად დაესხა თავს?.. როდესაც დეპუტატი საუბრობს ქუჩური, კრიმინალური ენით, იყენებს ისეთ სიტყვებს, რომელიც ქურდული სუბკულტურის შემადგენელი ნაწილია და ამას შემდეგ მშვიდად ხვდება საპარლამენტო უმრავლესობა, ასეთი ადამიანების ადგილი არ არის პარლამენტში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა