ფრიდონ ინჯიამ აშშ-ს მონსტრი უწოდა

სულ ნახვები : 191
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

საქართველოს პარლამენტის წევრმა და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა, ფრიდონ ინჯიამ, აშშ-ს მონსტრი უწოდა.

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლაში ინჯიამ ისაუბრა, რომ ქვეყნებს შორის მეგობრობა არის დროებითი და ზოგადად ასეთი მეგობრობა არ ხდება რაიმე ინტერესების გატარების გარეშე.

„ყველამ ვიცით პოლიტიკა, სიმართლე და ზოგჯერ პოლიტიკა და სიმართლე ცოტა განსხვავდება, პოლიტიკას თავისი წესები აქვს. ქვეყნებს შორის მეგობრობაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. მეგობრობა ქვეყნებს შორის, ეს არის პირობითი და გარკვეულ ეტაპზე, განსაკუთრებით რთულია დიდი სახელმწიფოს და პატარა სახელმწიფოს მეგობრობა. ყველა სახელმწიფოს აქვს თავისის ინტერესები და ამ ინტერესებს გარეშე ეს მეგობრობა არ არსებობს. გამოვყოფდი საქართველოს, რომელმაც თავისი აწმყოთი და ისტორიით მართლაც, რომ იცის მეგობრობა და ამ მეგობრობას ის ბევრ შემთხვევაში აკეთებს თავის საზიანოდაც კი, მაგრამ მან იცის მეგობრობა. მადლობა ღმერთს ჩვენ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. გუშინ იყო კანონპროექტი გამჭვირვალობაზე და იქ არის ელემენტები და რაღაც მარცვალი იმისა, რომ ავარიდოთ თავი ნებისმიერ გარე ჩარევას, მაგრამ ეს ძალიან ძნელია. იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ დავკარგავთ ათეულობით ათს მილიონს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ის ქვეყანა რომელიც აფინანსებს წყლით მომარაგების მხრივ რამდენიმე რეგიონს, ასევე აკეთებს იმ დაფინანსებას, რომელიც მიუღებელი შეიძლება იყოს ჩვენთვის. 200 ქვეყანა არის მსოფლიოში და ასეთი მონსტრი ქვეყანა (აშშ), აკეთებს განცხადებას სასამართლო სისტემაზე და ჭკუას გვარიგებს. თუ შენ მეგობარი ხარ და მეგობრად თვლი შენს თავს, მაშინ რას ნიშნავს დააფინანსო სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი ორგანიზაციები და ასწავლო ადამიანებს, როგორ უნდა გამოიყენოს იარაღი. ასანქცირებენ მოსამართლეებს, რომლებსაც საქართველოს სახელით გამოაქვთ განაჩენი და ამ დროს თავად ხდება ამერიკაში დაუმტკიცებელი ფაქტებით განაჩენების  გამოტანა და ვნახეთ ტრამპისთვის გამოტანილი განაჩენი", - განაცხადა ინჯიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა