„ქართველებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყნისთვის რეალური საფრთხე დასავლეთიდან არ მოდის“ - ანა ფოტიგა

სულ ნახვები : 149
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

რუსულ კანონს  ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში ეხმიანება:

ის იმედოვნებს, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებმაც შესაძლოა ქვეყანას ევროატლანტიკური გზიდან გადაახვევინოს

„ქართველებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყნისთვის რეალური საფრთხე დასავლეთიდან კი არ მოდის, არამედ სხვა კონკრეტული მიმართულებიდან.

გასაგებია, რატომ დგას ამდენი ხალხი „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც არ არის გამიზნული ქვეყანაში რუსეთის მზარდ გავლენას დაუპირისპირდეს. მე ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებმაც შესაძლოა ქვეყანას ევროატლანტიკური გზიდან გადაახვევინოს“, - წერს ევროპარლამენტარი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა