ინფორმირებული ხალხის გეშინიათ თქვენ - ეკა სეფაშვილი ოპოზიციას

სულ ნახვები : 96
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

მეორე დღეა პარლამენტში ინტენსიური დებატები იმართება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი. ერთადერთი რაც გვესმის - ეს არის დეზინფორმაცია, ტყუილზე დაფუძნებული მანიპულაცია ან ზღვარსგადასული დემაგოგია. მთელი 2 დღეა ინტენსიურად ისმის „არა რუსულ კანონს“.  დიახ, არა „რუსულ კანონს“! ქართული პარლამენტი რუსულ კანონს არ მიიღებს, ეს კარგად შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სეფაშვილი ურჩევს ოპოზიციონერ კოლეგებს, კარგად წაიკითხონ ქართული კანონი გამჭვირვალობის შესახებ და რუსული კანონის კითხვას მოეშვან.

გარდა ამისა, სეფაშვილმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ოპოზიციას ინფორმირებული ხალხის ეშინია.

„კარგად წაიკითხეთ და გაიაზრეთ რა წერია ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში. რომ დაგიჭერიათ ხელში 27-გვერდიანი რუსული კანონი -  წაკითხვა მაინც არ გეზარებათ?! თუ მაინცდამაინც გინდათ რომ ვიღაცას შეედაროთ - წაიკითხეთ ევროდირექტივა, განიხილეთ ევროდირექტივა თუ როგორ ასახავს  ჩვენი კანონის სულისკვეთებას,  როგორი ევროპულია ეს კანონი და როგორ ევროპულ ღირებულებებს ქადაგებს.  რას ჩააცივდით ამ რუსულ კანონს? არ წამიკითხავს რუსული კანონი და არც წავიკითხავ, იმიტომ რომ არ მაინტერესებს თქვენგან განსხვავებით, ყველაფერი რუსული რომ მოგწონთ და მთელი თქვენი საქმიანობის მანძილზე რუსულ საქმეს რომ აკეთებთ.

როდესაც ხალხი ამ კანონპროექტის შინაარსს გაიგებს მიხვდება, რომ ეს სწორედაც, ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვას ემსახურება და არავითარ შემთხვევაში თქვენს მოგონილ დემაგოგიას და არარეალურ ილუზიებს. თქვენ სამართლიანად გეშინიათ, რომ ხალხმა ეს კანონი არ წაიკითხოს, იმიტომ, რომ როდესაც ხალხი გაიგებს მის შინაარსს  - მხარდამჭერი აღარ გეყოლებათ. თავისი შინაარსით ეს კანონი არის სავსებით ნეიტრალური. ფინანსური წყაროების დაფინანსებისა და მიზნობრიობის პოზიტიურ და ნეგატიურ შედეგებს შეაფასებს ხალხი, როდესაც წაიკითხავს დეკლარაციაში არსებულ ინფორმაციას და სწორედ ამ ინფორმირებული ხალხის გეშინიათ თქვენ. ეს კანონი არის ქართული, დაიწერა საქართველოში და ემსახურება ქართულ სახელმწიფოს“, - განაცხადა სეფაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა