დღეს გამოჩნდება ვინ გააკეთებს არჩევანს ევროპის საწინააღმდეგოდ და ოკუპანტის სასარგებლოდ - ბექა ლილუაშვილი

სულ ნახვები : 188
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

დღეს გამოჩნდება ვინ მიიღებს მონაწილეობას არჩევნების მოპარვაში მცდელობაში და გააკეთებს არჩევანს ევროპის საწინააღმდეგოდ და ოკუპანტის სასარგებლოდ, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ბექა ლილუაშვილმა. 

მისი თქმით, ერთიანობით უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და დავიცვათ ქვეყნის მომავალი, რაც არჩევნების დაცვაზე გადის.

„დღეს გამოჩნდება ვინ მიიღებს მონაწილეობას არჩევნების მოპარვაში მცდელობაში და გააკეთებს არჩევანს ევროპის საწინააღმდეგოდ და ოკუპანტის სასარგებლოდ.

ჩვენ, არ დავუშვებთ არჩევნების მოპარვას! დღეს კიდევ უფრო ნათელია რომ ქვეყნის ევროპული მომავალი არჩევნების დაცვაზე გადის და როგორი და რამდენი კანონიც არ უნდა მიიღოს ოცნებამ არჩევნებამდე დარჩენილ მოკლე დროში, ის უკვე დამარცხებულია. საქართველო უკვე ევროპაა. არა - რუსეთს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა