თქვენ აძლიერებთ მტრის ინტერესებს - თეონა აქუბარდია

სულ ნახვები : 112
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

თქვენ გაღიზიანებთ სიტყვა „რუსული კანონი“, მე გეტყვით, რომ ეს კანონი ანტი ქართულია. ანტი ქართულია რადგან, ეს კანონი ყოფს ჩვენს მოქალაქეებს, აპირისპირებს, ქმნის საფრთხეებს ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან და მთავარი ღირებულება, რომელიც საქართველოსთვის მარადიული იყო, თავისუფლება, დემოკრატია, კეთილდღეობა, მშვიდობა, ამ ყველაფერს საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ დღეს, 16 აპრილს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ კომფორტი შეუქმნას რუსეთს საქართველოში და ქვეყნის ინტერესები საფრთხეში ჩააგდოს.

„მოცემულობაში, რომელზეც საუბრობთ გავიწყდებათ ის ღირებულება, რომელიც თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე და სუვერენიტეტზე გადის. არა იმ სუვერენიტეტზე, რომელიც გარედან არის თავს მოხვეული და ოკუპანტი ქვეყნიდან, არამედ იმ სუვერენიტეტზე, რომელსაც ჩვენი ხალხი აქ წყვეტს. ამ ღირებულებებიდან გამომდინარე ვიბრძოლეთ დამოუკიდებლობისთვის და ამ ღირებულებიდან გამომდინარე ამბობენ ისინი არა რუსულ კანონს, რაც ჩემთვის ნიშნავს, არა ანტი ქართულ კანონს. მოცემულობაში ამ კანონით ქვეყანას საფრთხეს უქმნით მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და მაშინ, როდესაც თქვენ ამ კანონის განხილვას აწყობდით, სამი მოქალაქე გაუტაცა რუსეთმა საოკუპაციო ხაზიდან. თქვენ ხმა არ ამოგიღიათ მაშინ, როცა რუსეთი გეუბნებათ, რომ ერთადერთი პლატფორმა, ჟენევის მოლაპარაკებები, სადაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენაზე ვზრუნავთ, გეუბნებათ, რომ ეს ფორმატი უნდა შეწყდეს და ამის ფონზე, თქვენ აძლიერებთ მტრის ინტერესებს", - განახადა აქუბარდიამ

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა