უმოწყალოდ სცემდნენ წაქცეულ ადამიანებს, ჩიხებში და ქუჩებში დასდევდნენ ახალგაზრდებს - თინა ბოკუჩავა

სულ ნახვები : 99
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„12 წლიანი მმართველობის ბოლოს ივანიშვილი ახალგაზრდებს უპირისპირდება ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვისთვის. ივანიშვილის პარტიის უკანონო მითითებებით უმოწყალოდ სცემდნენ წაქცეულ ადამიანებს, ჩიხებში და ქუჩებში სათითაოდ დასდევდნენ ახალგაზრდებს, ემუქრებოდნენ და აგინებდნენ გოგოებს - ეს არის მისი რეალური სახე,“- განაცხადა  საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ

„მამუკა მდინარაძისგან გუშინ მოვისმინეთ კიდევ ერთი ტყუილი განხილვის დასრულების შემდეგ, რომ არ იქნებოდა დარბევა და არცერთ ახალგაზრდას არაფერი არ დაუშავდებოდა იმისთვის, რომ ისინი გაეპარებინა პოლიციის კორდონს პარლამენტის შენობიდან. ეს იყო მორიგი სამარცხვინო ტყუილი მდინარაძის და ივანიშვილის პარტიის წევრებისგან, რადგან თავად აქ ვიდექი ჩიტაძის ქუჩაზე, როდესაც დაიწყო პირველი დარბევა, როდესაც მოგვწამლეს „წიწაკის სპრეით“, შემდეგ გაგრძელდა დარბევა და უამრავი ახალგაზრდა იყო ნაცემი, მათ შორის ძალიან ბევრი მათგანი, რომელიც იყო დაკავებული, იყვნენ სასტიკად ნაცემი და მთელი ღამის განმავლობაში ვეძებდით ამ ადამიანებს, რადგან არ ვიცოდით მათი ადგილსამყოფელი. მესმის, რომ ძალიან რთულია ამ კადრების ნახვა ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით კი მშობლებისთვის და ასეთი ძალიან ბევრი შემხვდა მე გუშინ აქციაზე, ისევე როგორ გვიან ღამით სახლში დაბრუნებულს სამეზობლოში, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ მათი შვილები არიან აქციაზე წასულები, ისინი იყვნენ პარლამენტის უკან ჩიტაძეზე, სადაც მეც ვიყავი და ვერ უკავშირდებოდნენ შვილებს.

 ძალიან მძიმეა, მაგრამ საქართველოს  თითოეულმა მოქალაქემ უნდა ნახოს ივანიშვილის რეალური სახე, რომელიც  12 წლიანი მმართველობის ბოლოს ახალგაზრდებს უპირისპირდება იმისთვის, რომ ისინი საკუთარ დებთან და ძმებთან, თანაკურსელებთან, თანატოლებთან, მეგობრებთან ერთად მშვიდობიანად იცავენ ჩვენი ქვეყნის და საკუთარ ევროპულ მომავალს.

ივანიშვილის პარტიის უკანონო მითითებებით უმოწყალოდ სცემდნენ წაქცეულ ადამიანებს, ჩიხებში და ქუჩებში სათითაოდ დასდევდნენ ახალგაზრდებს, დასდევდნენ იარაღით, ემუქრებოდნენ და აგინებდნენ გოგოებს, ეს არის ივანიშვილის 12 წლიანი მმართველობის ბოლო და ეს არის მისი რეალური სახე. ჩვენ მოვუწოდებთ სახალხო დამცველს გააკეთოს განცხადება და აღწეროს ის არაპროპორციული ძალის გამოყენება, რაც ყველამ გუშინ საკუთარი თვალით ვიხილეთ. ჩვენ ამ კადრებს ასევე მივაწვდით საქართველოს საერთაშორისო მეგობრებს, რომ მათაც იცოდნენ რა ფასი უჯდებათ საქართველოს ახალგაზრდებს ევროპული მომავლის დაცვა და ბოლოს, რაც მთავარია ჩვენ მოვუწოდებთ ივანიშვილის პარტიას დაუყოვნებლივ გაიწვიოს რუსული კანონი, შეჩერდეს რუსული კანონის განხილვა და  დღეს, ნაცვლად იმისა, რომ ეს მავნებლური და მოღალატეობრივი კანონი განიხილოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ჩამოვიდნენ და შემოგვიერთდნენ აქციაზე ახალგაზრდებს ჩახედონ თვალებში და  დაპირდნენ, რომ ექვსი თვის მანძილზე რაც მათ დარჩენიათ, აღარასოდეს აღარ შემოაბრუნებენ რუსულ კანონს ქართულ პარლამენტში. მათ ჩახედონ თვალებში და მათ წინაშე აიღონ ეს პირობა. ასევე მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა