ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება - ანა დოლიძე დარბევაზე

სულ ნახვები : 87
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მე ეს სფერო, რასაც მოიცავს საპოლიციო კონტროლი ძალიან კარგად ვიცი. არავითარი საფუძველი იმისთვის, რომ ამ ფორმით დაეშალათ მშვიდობიანი პროტესტანტები არ იყო,- ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ CNews-თან ისაუბრა.

მისი თქმით, ის რაც გასულ ღამეს მოხდა პარლამენტის მიმდებარედ, იყო სადამსჯელო ღონისძიება, ხალხის დასაშინებლად.

„როგორც გავრილოვის რამეს, როგორც შვიდ ნოემბერს „ნაციონალები" მშვიდობიან მოქალაქეებს დასდევდნენ და უსწორდებოდნენ ქუჩა-ქუჩა. აქ საპოლიციო კონტროლის არავითარი ნიშანი არ იყო. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, რომ მეტი ხალხი არ გამოვიდეს ქუჩაში და მეტი პროტესტი არ იყოს“, -განუცხადა CNews-ს დოლიძემ.

გიგა გელხვიიძე,  CNews.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა