მიხეილ ყაველაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას შუშის თვალები აქვს

სულ ნახვები : 145
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,„ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია იმ პროექტის ნაწილია, რომლის მიხედვითაც საქართველოში გლობალური ომის პარტიის ინტერესები უნდა გაატაროს.

„გლობალური ომის პარტიამ დაწერა პროექტი და ამ ადამიანებს, რადიკალებს დაუკვეთა, რომ ეს პროექტი შეასრულონ. ეს რადიკალები რაღაცას ასრულებენ, რაღაცას - ვერ, მაგრამ, მთავარი ის არის, რომ ისინი პროექტის შემსრულებლები არიან. იმიტომ აქვთ შუშის თვალები. განა მათ არ ესმით, რომ ეს კანონი გამჭვირვალობის შესახებაა, მაგრამ პროექტს არ შეესაბამება ასეთი კანონი.

იმ პროექტს, რომელიც გულისხმობს, რომ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები უნდა მართავდნენ საქართველოს, ან ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება უნდა იზიარებდეს ამ პროექტს. და რადგან დღევანდელი ხელისუფლება ამ პროექტს არ იზიარებს, მიიჩნევენ, რომ მაშინ ის უნდა შეიცვალოს. მორალი, სინდისი და ადამიანობა მათთვის მეორეხარისხოვანია“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა