ანჯელინა ჯოლის ტუჩიც მოვიპოვე ბრძოლით - ალეკო ელისაშვილი

სულ ნახვები : 157
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, რამდენიმე საათის განმავლობაში წერეთლის ქუჩაზე არსებულ პოლიციის განყოფილებაში იყო გადაყვანილი.

„უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში გადამიყვანეს წერეთელზე რომ შსს-ს დიდუბის განყოფილებაა, იქ ვიყავი, იქ არაფერი, ძალიან ნორმალური ადამიანური გარემო იყო. მოვედი კლინიკაში, შევემოწმე, იმიტომ რომ ძალიან მტკიოდა, აღმოჩნდა რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი, ანჯელინა ჯოლის ტუჩიც მოვიპოვე ბრძოლით“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი, გუშინ ღამით, სახელმწიფო კანცელარიის წინ გამართულ მიტინგზე დააკავეს და ტერიტორიას განარიდეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა