ხელისუფლება ცდილობს ჩახერგოს მომავლის გზა - გია ხუხაშვილი

სულ ნახვები : 178
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ხელისუფლება ცდილობს ჩახერგოს მომავლის გზა, მაგრამ მომავალს ვერაფერი შეაჩერებს, -  ამის შესახებ CNews-ს ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაზე განუცხადა.

მისი თქმით, ვინც ქვეყნის განვითარებას უპირისპირდება, მათი ადგილი მომავალში არ იქნება.

„ვფიქრობ, რომ მომავალს ვერაფერი  გააჩერებს,  ხელისუფლება  ცდილობს ახლა ჩახერგოს მომავლის გზა, ქვეყნის განვითარება ჩახერგოს, ჩატოვოს აწმყოში. ადამიანებს უთხრას, რომ ეს ჭაობი სჯობს, რადგან ალტერნატივა კიდევ უფრო უარესია.  მაგრამ მომავალი თავის სიტყვას იტყვის. მომავალი რამდენიც უნდა ცემო, ის მაინც დადგება, უბრალოდ ვინც ცემს, იმის ადგილი იმ მომავალში არ იქნება” - განუცხადა CNews-ს ხუხაშვილმა.

ირინა მაკარიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა