ჩვენს საზღვრებში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება - ლევან ბეჟაშვილი

სულ ნახვები : 92
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სააკაშვილის საქმეში მონაწილე მოსამართლეების და ყოფილი გენერალური პროკურორი სანქცირებული იქნა აშშ-ის მიერ, მიუთითებს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის ეროზიაზე საქართველოში, - ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება და არ უნდა დახუჭოს ქვეყნის უცხოელმა პარტნიორებმა თვალი იმაზე, რა პროცესებიც ახლა ქვეყანაში მიდის.

„ჩვენს საზღვრებში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება, ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი დემოკრატიის საგანგაშო უკან დახევაზე საქართველოში. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, იმედისა და დასავლური რეფორმების სიმბოლო ციხეშია, რადგან გაბედა ოლიგარქ ივანიშვილისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მისი პოლიტიკური პატიმრობა ხაზს უსვამს იმას, რომ ავტორიტარული რეჟიმები, არ შეწყვეტენ ოპონენტების გაჩერებას და ხელისუფლებაში დარჩენის მცდელობას. ის ფაქტო, რომ სააკაშვილის საქმეში მონაწილე მოსამართლეების და ყოფილი გენერალური პროკურორი სანქცირებული იქნა აშშ-ის მიერ, მიუთითებს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის ეროზიაზე საქართველოში“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა