„ეს არის პროპაგანდისტული ნარატივის კიდევ ერთი ხაზი“ - ნინო დოლიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

სულ ნახვები : 185
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„არ ვიცი, რაზე საუბრობს ირაკლი კობახიძე, ეს არის პროპაგანდისტული ნარატივის კიდევ ერთი ხაზი“, -  ამის შესახებ CNews-ს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების - (ISFED) აღმასრულებელი დირექტორმა ნინო დოლიძემ  განუცხადა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას, რომლის თქმითაც,  არასამთავრობოები სინამდვილეში თავიანთი ფინანსების მხოლოდ18 პროცენტს აჩვენებენ.

დოლიძის თქმით, ხელისუფლებამ ტენდენციად აქცია დაბრალება და მტკიცებულებების გარეშე საუბარი.

„ასე, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე საუბარი და რაღაცის დაბრალება   ორგანიზაციებისა თუ ადამიანებისთვის, გახდა ტენდენცია, რომელსაც არ ახლავს არანაირი კონკრეტული ფაქტები. ამ ქვეყანაში ჩემი ორგანიზაცია უკვე 29 წელია მუშაობს, გამჭვირვალობა კი არა, როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ერთი თვეც გავიდეს ისე, რომ დეკლარაციები არ გავაკეთოთ, ეს რას გამოიწვევს? არსებობს  უამრავი კანონი, რომელიც ჩვენ გვიწესებს, რომ  წარვადგინოთ დეკლარაციები, ნებისმიერი შესყიდვასთან დაკავშირებით ზედნადები და ასე შემდეგ. ამდენად, აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ ორგანიზაციების ფინანსებზე ინფორმაცია არ მიდიოდეს შესაბამის უწყებებთან.  არ ვიცი, რაზე საუბრობს  ირაკლი კობახიძე, ეს არის პროპაგანდისტული ნარატივის კიდევ ერთი ხაზი“, -განუცხადა CNews-ს დოლიძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი თავს იკავებს ფინანსების გასაჯაროებისგან. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დათვალეს და გაარკვიეს, რომ არასამთავრობოები სინამდვილეში თავიანთი ფინანსების მხოლოდ18 პროცენტს აჩვენებენ.

ირინა მაკარიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა