ბრიტანეთი საქართველოს უახლოეს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის არის - მარკ კლეიტონი

სულ ნახვები : 136
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩემმა კოლეგებმა ევროკავშირიდან, ძალიან მკაფიო პოზიცია გამოხატეს, ამ კანონის გავლენაზე, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა ისაუბრა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი, მიუხედავად იმისა, რომ აღარ არის ევროკავშირის წევრი, მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.

„რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს ჩვენ ძალიან მტკიცედ ვუწერთ მხარს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს მთელს მსოფლიოში. მტკიცედ გვჯერა რომ ცოცხალი აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, ნებისმიერ თანამედროვე დემოკრატიის გადამწყვეტი კომპონენტია, ასე რომ ნებისმიერი რამ, რაც შეაფერხებს დემოკრატიულ საქმიანობას ჩვენი შეშფოთების საგანი იქნება. ბრიტანეთი საქართველოს უახლოეს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის არის და მხარს უჭერს თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სუვერენიტეტი არჩევანის გაკეთებას ნიშნავს და ჩემი ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის მიუხედავად გარკვევით ვიტყვი, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს წევრობას. სოციოლოგიური გამოკითხვა რაც მინახავს ქართველ ხალხს სურს იყოს ევროკავშირსა და ნატოში. ყველა პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ საგარეო მიზანი, ევროკავშირისა და ნატოს წევრობაა და თქვენი კონსტიტუციაც ამას ამბობს. ასე რომ ეს არის საქართველოს სუვერენული არჩევანი, ბრიტანეთი კი ამ გზაზე მასთან ერთად იქნება", -განაცხადა კლეიტონმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა