დონორ ორგანიზაციებს თავად სურთ გამჭვირვალობა, ამაყობენ იმ საქმიანობით, რასაც საქართველოში აფინანსებენ - ნინო დოლიძე

სულ ნახვები : 107
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დონორ ორგანიზაციებს თავად სურთ გამჭვირვალობა, ისინი ამაყობენ იმ საქმიანობით, რასაც საქართველოში აფინანსებენ, - ამის შესახებ CNews-ს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ - (ISFED) აღმასრულებელი დირექტორმა ნინო დოლიძემ  „უცხოური გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა. 

დოლიძის თქმით, ამ კანონს არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან და რეალურად  მაკომპრომეტირებელი იარლიყის მიკვრით მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების დაზიანება სურს.

„ყველამ იცის და იცის საზოგადოებამ, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან.  ჩვენი ფინანსები ყველასთვის ისედაც ძალიან  კარგად არის ცნობილი, მათ შორის ეს დონორ ორგანიზაციებს თავად სურთ და ისინი ამაყობენ ის საქმიანობით, რასაც საქართველოს აფინანსებენ. ეს კანონპროექტი, სამწუხაროდ, მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ, იმისკენ, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები არ მუშაობდნენ, არ ოპერირებდნენ  ქვეყანაში. ერთადერთი მიზანი სწორედ ესაა და სამწუხარო, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებთან და მედიასთან ერთად, ეს აზიანებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. იმედი მაქვს, რომ ეს კანონი უკან  იქნება გაწვეული“, -  განუცხადა CNews-ს ნინო დოლიძემ.

ირინა მაკარიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა