საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლმა ბოევიკმა რუსეთში კრიმინალური ბანდა ჩამოაყალიბა

სულ ნახვები : 173
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთში გაანადგურეს ბანდა, რომელიც დაკავებული იყო ადამიანების გატაცებით, ფულის გამოძალვით და მკვლელობებით. დანაშაულებს  მღვდელი სტანისლავ დემენტეევი, სამხედრო იგორ სელიუტინი და ბიზნესმენი სტეპან მოროზოვი სჩადიოდნენ.

იგორ სელიუტინს, გარდა რუსეთის მოქალაქეობისა, აქვს აფხაზეთის მოქალაქეობა. ის შეიყვანეს ფედერალურ და საერთაშორისო ძებნილ სიაში. სელიუტინი იპოვეს ფრონტის ხაზზე  უკრაინაში. უფრო მეტიც, ის მსახურობდა ცნობილ ,,პიატნაშკაში", რომელიც 2014 წლუდან იბრძვის უკრაინაში.

იგორ სელიუტინი იყო სნაიპერი და არაერთხელაა დაჯილდოვებული უკრაინასთან ომში მიღწეული წარმატებებისთვის.

მანამდე ის ასევე მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში საქართველოს წინააღმდეგ. კერძოდ, დაჯილდოვდა იკუპირებული აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს დიპლომით და მედლით „კოდორის განთავისუფლებისთვის“, როგორც 2008 წელს კოდორის ხეობაში ჩატარებული ოპერაციის მონაწილე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა