იმდენად სერიოზული დირექტივაა პარლამენტში მოსული, რომ ყველანაირად ეცდებიან ამ კანონის მიღებას - შალვა შავგულიძე

სულ ნახვები : 156
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სწორედ ასეთი კანონით მოახერხა პუტინმა რუსეთში არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის განადგურება და ტოტალური კონტროლის დამყარება ყველა ინფორმაციაზე, - განუცხადა CNews-ს ოპოზიციონერმა  დეპუტატმა, იურისტმა შალვა შავგულიძემ  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შესახებ.   

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ იმდენად სერიოზული დირექტივა აქვს მიღებული, ყველანაირად ეცდება ამ კანონის მიღებას.

„იმდენად სერიოზული დირექტივაა პარლამენტში მოსული, რომ ეს კანონი უნდა მიიღონ, ყველანაირად ცდილობენ, აბსოლუტური დემაგოგიით, უარგუმენტოდ, ჩვენი ქვეყნისთვის არათუ დამაზიანებელი, ფაქტობრივად დასავლეთში ინტეგრირებისთვის ხელიშემშლელი ნაბიჯით მის მიღებას.

სწორედ ასეთი კანონით მოახერხა პუტინმა რუსეთში  არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის განადგურება და ტოტალური კონტროლის დამყარება ყველა ინფორმაციაზე. დაფინანსებას თუ კი იღებს ვინმე, იღებს მხოლოდ პუტინის მთავრობისგან, ეს არის სწორედ საბჭოური ტოტალური მართვის მეთოდი“, - განუცხადა CNews-ს შავგულიძემ.

შეეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი სამოქალაქო და პოლიტიკური პროტესტისა და აქციების  ფონზე პირველი მოსმენით მიიღო. 

ირინა მაკარიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა