საგადასახადო კოდექსი საერთოდ არაფერ შუაში არ არის გამჭვირვალობასთან - შალვა პაპუაშვილი

სულ ნახვები : 151
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს არის ყველაზე დიდი მანიპულაცია, რასაც „ენჯეო“ სექტორიდან ამბობენ. საგადასახადო კოდექსი საერთოდ არაფერ შუაში არ არის გამჭვირვალობასთან, - ამის შესახებ დღეს, 18 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

მისი შეფასებით, 20-მდე ენჯეოა რომლებიც მალავენ თავიანთ დაფინანსებას და სწორედ ეს ადამიანები მართავენ აქციას ხელისუფლების წინააღმდეგ.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არანაირი შემხებლობა არ აქვს გამჭვირვალობას, საგადასახადოში შეტანილ გადასახადებთან, რომლებიც ამ ორგანიზაციებს შეაქვთ.

„როდესაც ისინი საუბრობენ, მათ შორის რომ საშემოსავლო გადასახადს იხდიან, არანაირი კავშირი ამას გამჭვირვალობასთან არ აქვს. ეს არის საბიუჯეტო საფინანსო საკითხი, რომელიც დაცულია, მათ შორის, ყველა ქვეყანაში და საქართველოშიც საგადასახადო საიდუმლოებით, რომელზე წვდომაც აქვს მხოლოდ რამდენიმე ინსტიტუციას თუ ადამიანს, რომელიც საგადასახადო საკითხებშია ჩართული. გამჭვირვალობა გულისხმობს არა საფინანსო ვალდებულებების გასტუმრებას, გამჭვირვალობა გულისხმობს საჯაროობას საზოგადოების მიმართ.

ამიტომ, ესეც მანიპულაციაა, რომ საგადასახადო კოდექსში რაღაც უნდა შეიცვალოს. ჩვენ ვსაუბრობთ გამჭვირვალობის საკითხზე და ბოლო-ბოლო, მართლა რაზეა საუბარი. საერთო ჯამში, ჩვენ რომ ვუყურებთ, ამ პროტესტის ბირთვი არის რამდენიმე ერთეული „ენჯეო“, 10-20 „ენჯეო“ სინამდვილეში, რომელსაც ეს აწუხებს, რადგან მათ აქვთ სწორედ დასამალი ფინანსები. ამ 20 „ენჯეოს“ ყოველწლიურ დეკლარაციას ლამის გადააყოლონ ყველაფერი. არასერიოზულია ეს მსჯელობა. ამიტომ, არგუმენტი წარმოადგინონ, რა არის პრობლემა იმაში, რომ წელიწადში ერთხელ, ისევე როგორც 5 000 საჯარო მოხელე ავსებს დეკლარაციას, მაგალითად, მეც ვავსებ ასეთ დეკლარაციას და არის საჯარო. რა არის პრობლემა, რომ ფინანსური დეკლარაციები შეავსონ ამ ორგანიზაციებმა და საჯარო გახადონ საზოგადოებისთვის. ხომ ამბობენ, რომ სიკეთისთვის აკეთებენ და აჩვენონ ეს სიკეთე, რატომ მალავენ. რადგან მალავენ, ე.ი არ არის სიკეთე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა