ეს ძალიან ჰგავს საბჭოური სტილის „ხალხის მტრად“ გამოცხადების კამპანიას - შალვა შავგულიძე

სულ ნახვები : 99
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს ძალიან ჰგავს საბჭოური  სტილის „ხალხის მტრად“ გამოცხადების კამპანიას - განუცხადა  CNews-ს ოპოზიციონერმა  დეპუტატმა, იურისტმა შალვა შავგულიძემ  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შესახებ.   

მისი თქმით, ამ კანონის მიზანია მოახდინოს დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზება.

„ეს კანონი მიმართულია იქითკენ, რომ მოახდინოს დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზება.  კანონის ძალით მოახდინოს მათი  გამოცხადება „უცხოური გავლენის გამტარ ორგანიზაციად“, ეს ძალიან ჰგავს საბჭოური სტილის „ხალხის მტრად“ გამოცხადების კამპანიას. იმიტომ რომ შენ თუ  საზოგადოებასა მიაჩვევ იმას, რომ ეს ორგანიზაციები უცხოური ინტერესების გამტარი, ამით შემდეგ გაასამართლებ რეპრესიებს ამ ორგანიზაციებზე.

ეს მექანიზმი უდევს ამ კანონს. მაშინ როდესაც  რუსეთის ექსპრეზიდენტი მედვედევი აცხადებს, რომ დიახაც სწორედაც რუსული შინაარსის არის ეს კანონი, მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო?“, -  განუცხადა CNews-ს შავგულიძემ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი სამოქალაქო და პოლიტიკური პროტესტისა და აქციების ფონზე პირველი მოსმენით  მიიღო 

ირინა მაკარიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა