ძალადობრივი ქმედების შედეგად დაშავდა ხუთი პოლიციელი, დაკავებულია 40 პირი - გომალაური

სულ ნახვები : 76
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

15-16 მარტის აქციებზე 40 პირია დაკავებული, დაშავდა 5 პოლიციელი - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ძალადობრივი ქმედების შედეგად დაშავდა ხუთი პოლიციელი, აქედან 2 სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანეთ. ადმინისტრაციული წესით დაკავდა 40 პირი.

გარკვეული ძალების მიზანი ესკალაცია იყო და ამისთვის იყენებდნენ სხვადასხვა ხერხს, მათ შორის, აგინებდნენ, საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათ ოჯახის წევრებს, შვილებს“ , - განაცხადა მინისტრმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა