„ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ გახარიას გუნდის წინააღმდეგ

სულ ნახვები : 133
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქოცებო, თქვე ნაცებო“ შეწყვიტეთ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედება - აღნიშნული განცხადება დღეს, 19 აპრილს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, გიორგი გახარიას გუნდი წევრებმა გააკეთეს.

მათი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, იმ საკრებულოებში, სადაც თავმჯდომარე გახარიას გუნდის წარმომადგენელია, ერთობლივი ძალებით ცდილობენ თავმჯდომარეების იმპიჩმენტის წესით გადაყენებას.

 „იმ დროს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები, მთელი ქვეყანა ერთად იბრძვის „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, „ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთმანეთთან შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირეს თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არიან ჩვენი გუნდის წევრები - გიგა ფარულავა და ნოდარ შეროზია.

 საკრებულოს თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენებისთვის ოცნებას სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. ეს გარიგება უკვე შემდგარია რუსული კანონის ავტორ „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის.

 ამ გადაწყვეტილებებით, საბოლოოდ გაშიშვლდება „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალწლიანი თანამშრომლობა, რაზეც დიდი ხანია ვლაპარაკობთ.

 მოვუწოდებთ, „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრობას“ - შეწყვიტეთ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული მორიგი მოქმედება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება. თქვენი და ნაცების გარიგება კარგად აჩვენებს იმას, თუ როგორ გაწყობთ ერთმანეთი და როგორ ემზადებით მომავალ პარლამენტში დიდი გარიგებისთვის, რაზეც უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ.

 მოვუწოდებთ მოქალაქეებს, 26 ოქტომბერს არც ერთ რადიკალურ ძალას, არც „ოცნებას“ და არც „ნაცმოძრაობას“ მხარი არ დაუჭირონ. ეს არის ერთადერთი გარანტია, რომ ქვეყანამ თავი დააღწიოს ამ ორი წარსული ძალის ტყვეობას და თავიდან ავიცილოთ მათი კოალიცია მომავალ პარლამენტში“, - განაცხადეს მათ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა