„საქართველოს პარლამენტი და პარლამენტარებიც ემსახურებიან რუსს ოლიგარქს და არა ხალხს“ - ხაბეიშვილი ე.წ. ოფშორების კანონზე

სულ ნახვები : 99
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

წარმოუდგენელია გაურკვეველი წარმომავლობის  ფულის შემოტანა ისე, რომ ლარიც არ გადაიხადოს ბიუჯეტში და თქვენ თუ 300-400 ლარიან ნივთს გამოიწერთ, დაგბეგრავენ და შეიძლება ორჯერ უფრო მეტის გადახდა მოგიწიოთ, ვიდრე ნივთის  ღირებულებაა, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ე.წ. ოფშორების კანონთან დაკავშირებით

ხაბეიშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი და პარლამენტარებიც ემსახურებიან რუსს ოლიგარქს და არა ხალხს.

„ივანიშვილი ასე უყურებს ქვეყანასაც და საქართველოს პარლამენტსაც, რომ ხალხს კი არ უნდა ემსახურებოდნენ, პარლამენტიც და პარლამენტარებიც ივანიშვილს უნდა ემსახურებოდნენ. შესაბამისად, კანონებიც მისთვის არის. მოსახლეობას ხომ კარგად ესმის, რომ 300 ლარზე მეტი ღირებულების რამეს თუ გამოიწერს, იმაში გადასახადებს გადაახდევინებს და ახლა ბიძინამ შემოიტანა ისეთი კანონი, რომ მილიარდების შემოტანის შემთხვევაში არცერთ ლარს არ გადაიხდის. კანონებს იმიტომ კი არ იღებენ, რომ ქართველ ხალხს უჭირს ცხოვრება გაზირებულია და სერიოზული პრობლემები აქვს საქართველოს მოქალაქეს, ამისთვის არაფერს არ აკეთებენ. ივანიშვილი, ეს პარანოიკი ადამიანი ფიქრობს, რომ თავისთვის აიშენებს კუნძულს და საქართველოს მოქალაქეებს არაფერს არ დაეკითხება -ცხადია, ასე არ გამოვა. ხალხი, ვინც ამ კანონს მხარს უჭერს უნდა ესმოდეს, რომ არ ემსახურება ეს კანონი საქართველოს მოქალაქის ინტერესს, არამედ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესს ატარებენ. წარმოუდგენელია გაურკვეველი წარმომავლობის  ფულის შემოტანა უნდოდეს ისე, რომ ლარიც არ გადაიხადოს ბიუჯეტში და თქვენ თუ 300-400 ლარიან ნივთს გამოიწერთ, დაგბეგრავენ და შეიძლება ორჯერ უფრო მეტის გადახდა მოგიწიოთ, ვიდრე ნივთის  ღირებულებაა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საგადასახადო კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მიიღო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა