ნიკო მანაგაძე, სავარაუდოდ, „ოცნების“ ახალგაზრდა პარტაქტივმა სცემა

სულ ნახვები : 1,084
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

სტუდენტური მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის” დამფუძნებელი, ნიკო მანაგაძე აცხადებს, რომ პრემიერ ირაკლი კობახიძის დავალებით სცემეს და სავარაუდოდ, "ოცნების" ახალგაზრდა პარტაქტივი გაუსწორდა.

მანაგაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ეს რეჟიმი, თავისი უთავმოყვარეო, ჩმორი და არაკაცული ქუჩის ფორმირებებით დასრულდება.

„Irakli Kobakhidze გამარჯობა, ბატონო რუსეთის მონავ!

თუ ვინმეს ანეიტრალებ ამ მეთოდებით, მისამართი შეგეშალა.

მთელი ცხოვრება დაცვით და ზედ დამატებული 10-15 კაციანი ტიტუშკებით ვერ ივლი, აი მერე ვნახოთ სახის ალეწვა.

ზამბარას რაც უფრო გაწელავ, მით უფრო მწარედ მოგხვდება უკან. დადგება ეგ დღე.

ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მარა შენი სახიდან რუსეთის მონის და ჩმორის კვალი ვერ ჩამოირეცხება. ისტორია იმახსოვრებს მოღალატეებს.

პ.ს. მადლობა ყველას მოკითხვისთვის. ბევრი ზარი და მესიჯი შემოდის და აუცილებლად გაგცემთ პასუხს ყველას.????

მადლობა მხარდაჭერისთვის!

ეს რეჟიმი, თავისი უთავმოყვარეო, ჩმორი და არაკაცული ქუჩის ფორმირებებით დასრულდება. დასრულდება ისე, როგორც არჩიეს - მძიმედ.

ჩემი მხარდაჭერა დღეს მხოლოდ ერთ რამეზე გადის - გადით ჩემ მაგივრად ქუჩაში!“, - წერს მანაგაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა