არა რუსულ კანონს! - რუსთაველზე დღეს აქცია გაიმართება

სულ ნახვები : 90
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არა რუსულ კანონს! - ამ სახელწოდებით დღეს, 24 აპრილს, რუსთველის გამზირზე ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია ჩანიშნეს.

მათი მოთხოვნა კვლავაც უცვლელია, გაიწვიოს „ქართულმა ოცნებამ“ უკან რუსული, ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონი.

ცნობილია ასევე, რომ აქციის მონაწილეები გამართავენ მსვლელობასაც, თუმცა რა მიმართულებით გადაადგილდებიან ისინი ეს უცნობია.

ცნობისთვის, გუშინ, 23 აპრილს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ახალგაზრდები, ევროკავშირის საელჩოსკენ დაიძრნენ მსვლელობით.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა