გენერალი ზალუჟნი მომავალი კვირიდან შეუდგება ელჩის მოვალეობის შესრულებას

სულ ნახვები : 117
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გენერალი ვალერი ზალუჟნი ახალ თანამდებობაზე მოვალეობის შესრულებას მომავალ კვირას შეუდგება.

,,ვფიქრობ, ეს საკითხი რამდენიმე კვირის განმავლობაში დგას. ზოგიერთი ლოჯისტიკური კომპონენტი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი“, - თქვა პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

პიდოლიაკმა აღნიშნა, რომ ზალუჟნაის  ბრიტანეთში ელჩად დანიშვნა, თემის „პოლიტიზირების“ საფუძველი არ უნდა გახდეს.

პოდოლიაკის თქმით, გადადგომებზე და ახალ დანიშვნებზე „მშვიდად“ უნდა ვისაუბროთ.

,,ჩვენ უფრო მშვიდად უნდა ვიყოთ უკრაინული პერსონალის ნებისმიერ როტაციასთან დაკავშირებით, რადგან ომი კვლავ მნიშვნელოვანი კრიზისული ფენომენია და ყველას არ შეუძლია გაუძლოს დატვირთვას... და ეს ნორმალური პროცესია ნებისმიერი ჯანსაღი საზოგადოებისთვის“, - თქვა პოდოლიაკმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა