ირაკლი კუპრაძის ადვოკატი მოსამართლის აცილებას ითხოვს

სულ ნახვები : 143
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისი საქალაქო სასამართლოში „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის სასამართლო პროცესი  მიმდინარეობს.

კუპრაძის ადვოკატის, ლევან სამუშიას განცხადებით, იმის დასამტკიცებლად,  რომ სპეცრაზმელებმა ზომებს გადაამეტეს, მათ პარლამენტის შენობაზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ ამაზე უარი თქვა. აღნიშნულის გამო პროცესზე მოსამართლე კობა ჩაგუნავას აცილებას ითხოვენ.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა  სამინისტროს წარმომადგენლებმა  ვერ წარმოადგინეს სამხრე კამერების ჩანაწერები. 

შეგახსენებთ, ირაკლი კუპრაძე 16 აპრილს დააკავეს,  როდესაც მოქალაქეები რუსული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ. როგორც კუპრაძე აცხადებდა, ის სპეცრაზმელებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ძირს დაგდებული მოქალაქის დახმარებას ცდილობდა. კუპრაძეს  სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა