„ერთი გრამი ძალაუფლება რომ დაიბრუნოს „ენმ“-მ ისეთივე ტერორს დააყენებენ, რომელიც ჰქონდათ“ - პაპუაშვილი

სულ ნახვები : 117
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ერთადერთი მიზანი აქვს - დესტრუქციით, რადიკალიზმით რამენაირად იმ ძალაუფლების დაბრუნება, რომელიც მათ ჰქონდათ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილი კვლავ იმეორებს, რომ  „ერთი გრამი ძალაუფლება რომ დაიბრუნოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისეთივე ტერორს დააყენებენ, რომელიც ჰქონდათ“

„ხედავთ, ერთადერთი იმედი აქვთ - იყურებიან საზღვარგარეთ - როგორი დირექტივაც მოუვა ოპოზიციას ქვეყნის გარედან, ისე მოიქცევიან. იტყვის რამდენიმე ევროპარლამენტარი სანქციებიო, ესენიც გაიმეორებენ სანქციები. იტყვიან „არა სანქციებს“, ესენიც გაიმეორებენ „არა სანქციების“. აბსოლუტურად საკუთარი ნების გარეშე მოქმედი ოპოზიცია გვყავს დღესდღეობით, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - დესტრუქციით, რადიკალიზმით რამენაირად იმ ძალაუფლების დაბრუნება, რომელიც მათ ჰქონდათ. არაერთხელ მითქვამს: ერთი გრამი ძალაუფლება რომ დაიბრუნოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად ისეთივე ტერორს დააყენებენ, რომელიც ჰქონდათ“, - თქვა პაპუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა