რას ნიშნავს ეს თავდასხმა ქართულ პოლიციაზე? - შალვა პაპუაშვილი განმარტებას ლიეტუვის საელჩოს თხოვს

სულ ნახვები : 109
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კარგი იქნებოდა თუ შესაბამის განმარტებას მოვისმენთ ლიეტუვის საელჩოსგანაც, რას ნიშნავს ეს თავდასხმა ქართულ პოლიციაზე - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის გუშინ ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადების შეფასებისას.

პაპუაშვილის განცხადებით, 2021 წელს ლიეტუის ელჩიც დაესხა თავს ქართულ პოლიციას, რამაც უკვე ტენდეციის სახე მიიღო.

„აუსტრევიჩუსი არის, მათ შორის, ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი, შესაბამისად, კარგი იქნებოდა თუ შესაბამის განმარტებას მოვისმენთ ლიეტუვის საელჩოსგანაც, რას ნიშნავს ეს თავდასხმა ქართულ პოლიციაზე. ამავდროულად, ჩვენ გვახსოვს, სამწუხაროდ, თავად ლიეტუვის ელჩის განცხადება 2021 წელს, როდესაც ნიკა მელიას დაკავება მოხდა, მაშინ მან ძალადობა უწოდა პოლიციის ქმედებას, რომელიც შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს იყო კანონით გათვალისწინებული ღონისძიება და თქვა, რომ ლიეტუვის მაშინდელი ელჩის განცხადება არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ასე რომ ეს არის ქართულ პოლიციაზე თავდასხმის ტენდენციები სამწუხაროდ, და კარგი იქნება თუ ლიეტუვის საელჩო ამ საკითხზე გააკეთებს განმარტებას, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური, იდეოლოგიური მხარდაჭერა იმ „მოლოტოვის კოქტეილებისა“, რომლის სროლაც ჩვენ ვნახეთ შარშან მარტში და ჩვენ ვნახეთ, რომ ამ „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზება იგივე ევროპარლამენტარების მიერ მართული „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ დაფინანსებით ხდებოდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ 23 აპრილს ევროპარლამენტში  პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართა, რომ სანქციები შემოიღონ ზვიად ხარებაშვილისა და ვაჟა სირაძის წინააღმდეგ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა