ჩვენი შვილების უკეთესი დღისთვის შევიკრიბოთ - კახა კალაძე 29 აპრილის აქციაზე

სულ ნახვები : 168
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენი შვილების უკეთესი დღისთვის შევიკრიბოთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა მივმართო ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ვისთვისაც ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე ძვირფასია, ძვირფასია თავისუფლება, სუვერენიტეტი, მოდით 29 აპრილს. საღამოს, 18:00 საათზე ვიწყებთ შეკრებას საქართველოს პარლამენტთან. 20:00 საათზე დაიწყება ოფიციალური ღონისძიება, საყოველთაო სახალხო შეკრებაზე. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ურყეობისათვის, თავისუფლებისთვის საქართველო განვითარებისთვის შევიკრიბოთ. ჩვენი შვილების უკეთესი დღისთვის შევიკრიბოთ. ყველამ იცოდეს, რომ მთავარი და უმთავრესია სამშობლო, საქართველო უპირველეს ყოვლისა. ყველას გელოდებით. ვიცი, რომ მიზანმიმართულად მიდის აღნიშნული შეკრების დისკრედიტაცია. ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი მოსაზრება. მოვიდეს აქციაზე მხარი დაუჭიროს ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას. ყველას აქვს ამის უფლება, მათ შორის საჯარო მოხელეებს. მოდით შვილებით, შვილიშვილები, პატარებთან ერთად, ეს იქნება ზეიმი“,- აღნიშნა კალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა