ევროპული ღირებულებები გვინდა ჩვენს ქვეყანაში, ყოველდღიურობაში - კახა კალაძე

სულ ნახვები : 109
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროპული ღირებულებები გვინდა ჩვენს ქვეყანაში, ყოველდღიურობაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მამული, ენა, სარწმუნოება. დიდი ქართველი მოაზროვნის, წმ. ილიას ეს სიტყვები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა გზა გვაქვს გასავლელი. საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან. ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები. ამ ღირებულებებით გვინდა ვიცხოვროთ. ევროპული ღირებულებები გვინდა ჩვენს ქვეყანაში, ყოველდღიურობაში. ოჯახის ინსტიტუტი, რწმენის თავისუფლება, ტოლერანტობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა იყო და არის ჩვენ იდენტობის შემადგენელი ნაწილი. ყველა წარმატება, რაც ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ გვაქვს, ყველა წარმატება, ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი ასოცირდება იმ გუნდთან, რასაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო ჰქვია“, - განაცხადა კალაძემ.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა