თუ ვინმე დამასანქცირებს მზად ვარ - ირაკლი ზარქუა

სულ ნახვები : 194
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი ზარქუამ დღეს, 24 აპრილს ღიად განაცხადა, რომ ევროპარლამენტარების ინს ნაწილი, რომლებიც აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, არ არიან და არც არასოდეს იქნებიან საქართველოს მეგობრები.

მისი თქმით, ის კანონები, რომლებსაც იღებს „ქართული ოცნება“ მორგებულია საქართველოზე და ქართველ ხალხზე და თუ ამის გამო ვინმეს დაასანქცირებენ, მმართველი გუნდის წევრები მზად არიან.

„ჩვენი სამუშაო ის არის, რომ კანონები მივიღოთ. ამის გამო გვკიცხავენ და სანქცირებაზეც იყო საუბარი. ეს არის ის, რაც გუშინ ვნახეთ, როგორი არ უნდა იყოს ევროპა, როგორი არ უნდა იყოს ევროპული პარლამენტი და მე მგონია, რომ ის არჩევნები რაც არის, ვერც კუბილიუსებს ნახავთ იქ, ვერც ფოტიგებს. ისე დაწერენ რეზოლუციას, შეიკრიბებიან და მიიღებენ, როგორც აქამდე მიუღიათ. დასნქცირებას მოითხოვენ ჩვენი ქვეყნის,პატიმარი სააკაშვილის გამოშვებას, პოლიტპატიმარი არისო ამბობენ. ეს მიგაჩნიათ ჩვენს მეგობრად? არა, არაა და არასოდეს არ იქნებიან ასეთი, ამ ღირებულების ევროპარლამენტარები ჩვენი მეგობრები. ვიცავთ სახელმწიფოს ინტერესებს, ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და ამის გამო თუ იქ ვინმე ჩაწერს რაღაცას და დამსანქცირებს პირადად მე, მზად ვარ“, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, გუშინ ევროპარლამენტარებმა, საქართველოსთან დაკავშირებით უმწვავესი განცხადებები გააკეთეს და ღიად განაცხადეს, რომ თუ „ქართული ოცნება“ მიღებს გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რომელსაც პირველი მოსმენით უკვე დაუჭირეს მხარი, ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყების პროცესი გადაიხედება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა