ყოველდღიურად საქართველოს უფრო და უფრო ძვირი უჯდება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მმართველობა - გიორგი ვაშაძე

სულ ნახვები : 74
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ყოველდღიურად საქართველოს უფრო და უფრო ძვირი უჯდება ბიძინა ივანიშვილისა და  „ქართული ოცნების“ მმართველობა, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა  გიორგი ვაშაძემ ევროპარლამენტში გამართული დებატების შეფასებისას.

მისი  თქმით, ევროპარლამენტისგან გაკეთდა სრულიად მკაფიო განცხადებები, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში საქართველო დაკარგავს ყველა იმ სიკეთეს, რაც ამ წლების მანძილზე ევროპიდან მიიღო.

ვაშაძე „ოცნების“ დეპუტატებს  მოუწოდებს, დააყენონ სამშობლო ივანიშვილის დავალებებზე მაღლა.

„უმძიმესი  მოსასმენი იყო გუშინ ევროპარლამენტში  გამართული დებატები საქართველოსთან დაკავშირებით. ყოველდღიურად საქართველოს უფრო და უფრო ძვირი უჯდება  ბიძინა  ივანიშვილისა და  ქართული ოცნების მმართველობა. ფაქტია, რომ რუსული კანონით ჩვენ ევროკავშირისკენ არათუ ვერ წავალთ, არამედ შეიძლება დაკარგოთ ის რაც მოპოვებულია. ყველაზე საგანგაშოა, რომ ამ დისკუსიაში  საუბარია  უვიზო მიმოსვლის გადახედვაზე, კანდიდატის   სტატუსის გადახედვაზე, იმ ფინანსური დახმარებების გადახედვაზე, რასაც ყოველწლიურად საქართველო ირებს და ეს არის მილიარდები ბოლო წლებისა და  დამოუკიდებლობის პირობებში რაც ჩვენ მივიღეთ. ამიტომ მივმართავ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს , იქნებ ერთხელ მაინც დააყენოთ თქვენი სამშობლო თქვენი პირადი ინტერესების წინ, სამშობლო დააყენეთ ივანიშვილის დავალების წინ“, - განაცხადა ვაშაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა