საქართველო ფეხზე დადგა დასავლური ინვესტიციებითა და დასავლური თანხებით, არც გზა გვექნებოდა, არც წყალი, არც დენი - გიორგი ვაშაძე

სულ ნახვები : 187
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველო ფეხზე დადგა დასავლური ინვესტიციებითა და დასავლური თანხებით, არც გზა გვექნებოდა, არც წყალი, არც დენი საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ,- განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა  გიორგი ვაშაძემ. 

მისი თქმით, საქართველო მმართველი ძალის ანტიქართული ქმედებების გამო ძალიოან დიდ ფასს გადაიხდის.

„ეს არის ფასი, რომელსაც ქართველი ხალხი იხდის მართლაც ამ ანტიქართული ქმედებების გამო, იმიტომ რომ  რუსული კანონი  და ევროკავშირი არის ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუთავსებელი. რუსული კანონის მიღების შემთხვევაში და ევროკავშირი და ამერიკა ამბობს - „ვწყვეტ ჩემს მხარდაჭერას,  ჩემს დახმარებას, იმიტომ რომ აზრი არ ჰქონია ჩემს ინვესტიციებს“.

ხალხნო, რაზე ვლაპარაკობთ? საქართველო ფეხზე დადგა დასავლური ინვესტიციებითა და დასავლური თანხებით, არც გზა გვექნებოდა, არც წყალი, არც დენი საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, ჩვენ ხომ ძალიან კარგად გვესმის ეს. განათლებაში, ჯანდაცვაში, სოციალური მიმართულებებით სწორედ იქიდან იხარჯება ეს თანხები. ამ თანხებზე უარს ვამბობთ? ! კითხვას ვუსვამ მე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ამაზე ყველაფერზე უარს ვამბობთ, უბრალოდ, იმიტომ რომ თანამდებობები შეინარჩუნოთ?! ან რად გიღირთ ეს თანამდებობა, როცა სამშობლო, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დგას საპირწონეზე?!“, - განაცხადა ვაშაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა