ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები რეგიონებში შეხვედრებს დღეს დაიწყებენ

სულ ნახვები : 60
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციის წევრები დღეს, 24 აპრილს რეგიონების მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებენ.

პირველ შეხვედრას ისინი ქუთაისში გამართავენ, რის შემდეგად საღამოს 19:00 საათზე ქალაქის ქუჩებში მსვლელობას გამართავენ.

როგორც აღნიშნულ პროცესებში ჩართული პირები აცხადებენ, ეს არის საინფორმაციო ტიპის შეხვედრები, რომლებიც მიმართულია იმისკენ, რომ რეგიონის მოსახლეობამ უფრო დეტალურად შეიტყოს რუსული კანონის შესახებ და დაინახონ ის რეალობა და საფრთხეები, რომლის წინაშეც არის საქართველო დღეს.

„ქუთაისში ვხვდებით ჩვენს თანამებრძოლებს, თანამოაზრეებს და აუცილებლად დასავლეთიდანაც და აღმოსავლეთიდანაც, ჩვენი თანამოაზრეები დაიძვრებიან რუსთველის გამზირზე და ერთად საბოლოოდ მივარწევთ დიდ გამარჯვებას, ამის გვჯერა სტუდენტებს და ღრმად გვწამს“, - განაცხადა ლუკა ჭოხონელიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა