რაც დღეს რუსთავის საკრებულოში ხდებოდა, არის სრულიად ამაზრზენი - ჯუბა მგელაძე

სულ ნახვები : 135
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებში არ იღებს მონაწილეობას, რადგან თანამდებობების გადანაწილება არ არის პრიორიტეტული, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ჯუბა მგელაძემ.

მისი თქმით, რაც დღეს რუსთავის საკრებულოში ხდებოდა, არის სრულიად ამაზრზენი.

“რუსული კანონის პარალელურად, ამ თემებზე საუბარი არის უმნიშვნელო. დღეს ქვეყანაში წყდება ქვეყნის ბედი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებში არ იღებს მონაწილეობას, ჩვენთვის ამ დროს არ არის პრიორიტეტი  ამ დროს თანამდებობების გადანაწილება. ჩართეთ ტელევიზორი და ნახავთ, თუ ვის აინტერესებს თანამდებობები და ვინ ძიძგნის ერთმანეთს ამ თანამდებობების გადანაწილებაში. ეს არის ივანიშვილის პარტია და გახარიას პარტია, რომლებსაც ვერ გაუყვიათ თანამდებობები და დღეს რაც ხდებოდა, იყო სრულიად ამაზრზენი ჩვენთვის, რადგან დღე ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები მიდის ქვეყანაში, რომ ქვეყნის ბედი წყდება“, - განაცხადა ჯუბა მგელაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა