ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ იყო , არის და იქნება რუსთაველი ხალხის გვერდით - თაკო მეტრეველი

სულ ნახვები : 158
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული კურსი და არა თანამდებობები. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ,არის და იქნება რუსთაველი ხალხის გვერდით. პირდაპირ ვიტყვი, რომ ის რაც დღეს რუსთავის საკრებულოში ხდება არის ამაზრზენი და მიმდინარე პროცესებიდან რუსთავის მოსახლეობა გამოიტანს ძალიან სწორ დასკვნას,  -  ამის შესახებ. რუსთავის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თაკო მეტრეველმა დღეს, 24 აპრილს, რუსთავის საკრებულოში განვითარებული პროცესების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა იმ ქმედებებიდან გამომდინარე, რაც ხდება რუსთავის საკრებულოში და ზოგადად ქვეყანაში, მოქალაქეების 2024 წელს, სწორ არჩევანს გააკეთებენ არჩევნებზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული კურსი და არა თანამდებობები. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ,არის და იქნება რუსთაველი ხალხის გვერდით. პირდაპირ ვიტყვი, რომ ის რაც დღეს რუსთავის საკრებულოში ხდება არის ამაზრზენი და რუსთავის მოსახლეობა გამოიტანს ამ პროცესებზე ძალიან სწორ დასკვნას. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ არჩევნებზე აუცილებლად რუსთავის მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს. ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და არ მივცემთ საშუალებას „რუსულ ოცნებას“ ეს ქვეყანა გახადონ რუსეთის უკანა ეზო.” - განაცხადა მეტრეველმა.

ცნობისთვის, დღეს, 24 აპრილს „ქართული ოცნების“ ინიციატივით, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა