ლიდერად გასვლა კი არა, ორ ბატს არ ჩაგაბარებენ - ზარქუა ნიკა გვარამიას

სულ ნახვები : 285
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„საქართველოში შენისთანები ლიდერები ვერ გახდებიან, მაქსიმუმ ვიწრო წრეში, საიდანაც გამოგაგდეს“, - ასე მიმართავს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარეს, ნიკა გვარამიას.

ზაქრუას თქმით, გვარამიას ორ ბატს არ ჩააბარებენ.

„ეჭვი მაქვს, დაფინანსებული იყო, რომ გვარამია ოპოზიციის ლიდერად გამოეცხადებინათ. საკუთარ პარტიაში არ აღიარებენ ლიდერად. ფსევდოსტატუსებით და მანიპულაციებით უნდათ, არჩევნებზე გავიდნენ ლიდერად. ლიდერად კი არა, ორ ბატს არ ჩაგაბარებენ, რადგან ვნახეთ შენი მენეჯმენტი მედიაში. იპარავ და ამისთვის დაისაჯე. ასევე ვნახეთ შენი მენეჯმენტი, პროკურორი რომ იყავი, სიცრუესა და არარსებულ არგუმენტებზე დაყრდნობით იჭერდი ხალხს. ვნახეთ შენი, როგორც ადამიანის ღირებულებების ერთობლიობა, სადაც დგახარ და როგორც დგახარ. კახელებს როცა ეუბნები „ჩაგიფსი ღვინოში“, ესაა შენი ღირებულება და ესა ხარ შენ. ამ განცხადებების პატრონს გაქვს პრეტენზია, პოლიტიკაში მოხვიდე? შენ ამ ხუთი-ექვსი ევროპარლამენტარის ლიდერი იქნები, იქ იქნები ლიდერი. საქართველოში შენისთანები ლიდერები ვერ გახდებიან, მაქსიმუმ ვიწრო წრეში, საიდანაც გამოგაგდეს“, - თქვა ზარქუამ.

ცნობისთვის, გუშინ, 23 აპრილს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა, რომელსაც პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამიაც ესწრებოდა და სიტყვით გამოვიდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა