ვერავინ ვერ ამოეფარება ბიძინა ივანიშვილის ზურგს - სალომე სამადაშვილი

სულ ნახვები : 117
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან, პერსონალურ სანქციებზე არის საუბარი.

მისი თქმით, ყველამ უნდა გაითავისოს ვინც რუსული კანონის მიღებაში არის ჩართული, რომ ვერ ამოეფარება ბიძინა ივანიშვილის ზურგს, როდესაც საქმე პერსონალურ სანქციებამდე მივა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესმოდეს ყველას, ვინც ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებას, იქნება ეს 83 უმრავლესობის წევრი, პოლიცია თუ სხვა სამართალდამცავები. ვერავინ ვერ ამოეფარება ბიძინა ივანიშვილის ზურგს, პერსონალური პასუხისმგებლობაა, მათ შორის სანქციების დაწესების საკითხი, სწორედ ამიტომ დადგა ეს დღის წესრიგში. რაც არის ახალი, რადგანაც წინა ჯერზე, ძალიან მკაფიო გზავნილები პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენ არ მოგვისმენია“, - განაცხადა სამადაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა