„ოცნებას“ ფული აქვს და ილუზიას ქმნიან, თითქოს მხარდამჭერები ყავთ - პაატა მანჯგალაძე

სულ ნახვები : 21
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართულ ოცნებას“ ფული აქვს და ილუზიას ქმნიან, თითქოს მხარდამჭერები ყავთ - აცხადებს  „სტრატეგია-აღმაშენებლის“დეპუტატი,  პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" მიერ 29 აპრილს დაანონსებულ აქციასთან  დაკავშირებით.

მისი თქმით, რეგიონში აღარ დარჩა მიკროავტობუსი, რომელიც უკვე აქციაზე წამოსასვლელად დაქირავებული არ აქვთ.  

„„ქართულ ოცნებას“ ფული აქვს და ილუზიას ქმნიან, თითქოს მხარდამჭერები ყავთ - საჯარო მოხელეები, რომ ჩამოდიან ხელფასზე დამოკიდებულები, რას ითხოვენ რომ „რუსული კანონი“ მიიღეთო? უბრალოდ,  სამსახურის დაკარგვის ეშინიათ. აბა რუსული კანონის მიღება თუ მინდა, პროტესტს ვაპირებ და რად მინდა მიკროავტობუსების დაქირავება? რაიონში მიკროავტობუსი აღარ არსებობს, რომელიც გაქირავებული არ არის უკვე“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა