რვა წლის ბავშვს საყლაპავიდან სამშენებლო კაუჭი ამოუღეს
სულ ნახვები :
137
...
რუსეთში, ირკუტსკის ივანო-მატრენინსკის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმები უჩვეულო შემთხვევას წააწყდნენ. რვა წლის ბიჭმა სამშენებლო კაუჭი გადაყლაპა. მის საყლაპავში უცხო სხეული ჩარჩა.
პაციენტი ენდოსკოპიის განყოფილების ექიმებს გადასცეს.
„უცხო სხეული – სამშენებლო კაუჭი – ამოღებულია ანესთეზიით. შემდეგ ბავშვი ქირურგიის განყოფილების კოლეგებთან დაკვირვებისთვის გადაიყვანეს“, - განაცხადა დეპარტამენტის მორიგე ექიმმა ევგენია ოშჩერინამ.