„ოცნება“ არჩევნებს აგებს და გადაწყვიტა, დაუპირისპირდეს ჩვენს მომავალ თაობას - კაპანაძე

სულ ნახვები : 122
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ოცნება“ არჩევნებს აგებს და გადაწყვიტა, რომ დაუპირისპირდეს ჩვენს მომავალ თაობას და იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად აპროტესტებენ ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო კანონმდებლობას“ , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ, განაცხადა.

„ეს არის ამ ხელისუფლების სისუსტის დემონსტრირება. ის აგებს არჩევნებს და ამიტომ გადაწყვიტა, რომ დაუპირისპირდეს ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ თაობას და იმ ადამიანებს, ვინც ღირსეულად და გულწრფელად აპროტესტებენ ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო კანონმდებლობას.

კანონი, რომელიც გვაშორებს ევროკავშირს, ე.ი. გვაშორებს ჩვენი ხალხის კეთილდღეობას“,  - აცხადებს კაპანაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა