„მარაზმი“ - მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარების განცხადებებზე

სულ ნახვები : 121
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მარაზმი - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტარების განცხადებები, სადაც სანქციებთან დაკავშირებით იყო საუბარი და რაზეც მოხდება რეზოლუციის მიღება.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ყოველთვის ეწირებოდა ქვეყნის თავისუფლების იდეას და ამ შემთხვევაში სანქციებით ვინმეს შეშინება არ გამოუვათ.

„სანქციები კი არა სამშობლოსთვის და საკუთარი დამოუკიდებლობისთვის ხალხი კვდებოდა და ეწირებოდა ამ იდეას. რა სანქციით უნდა შეგვაშინოს. ჯერ ერთი წარმოუდგენელია, კანონშემოქმედებისთვის სანქცია დააწესოს ევროსტრუქტურამ, ეს არის წარმოუდგენელი, მარაზმია მათ შორის. როგორც კი მხარი დაგვიჭირა ვიღაცამ პრო რუსებს ეძახით. იცით, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის ევროპელმა წარმომდგენელმა და არა ქართველმა, ევროპულ დირექტივას, რომელიც დაინიცირდა ევროპარლამენტში უცხოური ძალის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით, პრორუსული ინიციატივა უწოდა? ანუ რაც არ მოსწონთ, ბევრგან არის ეს ტენდენცია უკვე, რომ ყველაფერს ეძახიან პრო რუსულ", - განაცხადა მდინარაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა