რა სიტყვებით ვიგინებოდი, არ მოგერიდოთ სასამართლოსთან? - ირაკლი კუპრაძე პოლიციელს

სულ ნახვები : 205
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რა სიტყვებით ვიგინებოდი? - ამ კითხვით მიმართა „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ სასამართლო პროცესზე  პოლიციელს ლაშა ცქვიტიშვილს, რომელმაც  სასამართლოს უამბო, თუ რა ვითარებაში დააკავა პოლიტიკოსი. 

„შუაგულში როცა ვიდექი, რამე სამართალდარღვევა ხდებოდა? რამეს ვაფუჭევდი? .. კარგად გახსოვთ რომ ვიგინებოდი, რას ვამბობდი? არ მოგერიდოთ სასამართლოსთან, კონკრეტული სიტყვები მითხარით. მე შემიძლია გითხრათ, სპეცრაზმი როგორ მაგინებდა“ - უთხრა გუპრაძემ პოლიციელს, რომლის პასუხითაც,  არ ახსოვს ზუსტად, რა სიტყვებით იგინებოდა, შემდეგ კი აღნიშნა,  - „ღორები, არაადამიანები“ , ასე მოიხსენიებდი.

პოლიციელ ლაშა ცქვიტიშვილს სასამართლოს წინაშე იმის აღიარებაც მოუხდა, რომ კუპრაძის დაკავების გადაწყვეტილება რეალურად მას არ მიუღია. მეტიც,  სასამართლოს წინაშე მას მოუხდა იმის აღიარებაც, რომ კუპრაძის დაკავების მომენტში იმ ადგილას არ იმყოფებოდა და სპეცრაზმელებთან რამდენიმე წამის შემდეგ აღმოჩნდა. ადვოკატის კითხვაზე, თუ რატომ არ ჩაწერა ოქმში, რომ დაკავება რეალურად სპეცრაზმელების მიერ მოხდა, ცქიტიშვილმა განმარტა, რომ სპეცრაზმელები ჩაფხურტებში იყვნენ და არ შეეძლო მათი იდენტიფიცირება, რომ, ეს ოქმში ჩაეწერა.

შეგახსენებთ, „ლელოს“ ერთ-ერთი ირაკლი კუპრაძე 16 აპრილს საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა