არ ველოდები ევროკავშირისგან სანქციებს - თინა ხიდაშელი

სულ ნახვები : 216
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მე არ ველოდები ევროკავშირის სანქციებს მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტი ამ რეზოლუციას დაამტკიცებს. მაგრამ მე ველოდები წვერი ქვეყნებიდან სანქციებს, - ამის შესახებ დღეს, 24 აპრილს, ყოფილი თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს ელჩები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში არიან წარმოდგენილები ცდილობენ შეინარჩუნონ დიპლომატიური სახე და არ შეასრულონ კონკრეტული პარტიის დირექტივები, თუმცა ამის ფონზე სრულ უმოქმედობაში იმყოფებიან, რაც ძალიან ცუდია.

ეროზიაა სახელმწიფო ინსტიტუტების და როგორც ჩანს ჩვენ საელჩოები უბრალოდ გაჩერებულები არიან და არაფერს არ აკეთებენ, ანუ არ ასრულებენ იმ დავალებებს, რომლებსაც აძლევთ მათ ერთი პარტია და უნდათ დარჩნენ ქვეყნის საელჩოებად და არა პარტიის დანაყოფებად და ამის გამო საერთოდ არაფერს აღარ აკეთებენ. ეს ძალიან სახიფათოა. მე არ ველოდები ევროკავშირის სანქციებს მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტი ამ რეზოლუციას დაამტკიცებს. მაგრამ მე ველოდები წვერი ქვეყნებიდან სანქციებს,. არასოდეს დღემდე ევროკავშირის რეზოლუცია ფარატინა ქაღალდად არ მიჩნეულა, ასეთი პრეცედენტი არ არსებობს. სხვადასხვა ფორმით ის ყოველთვის იწყებს მოქმედებას", - განაცხადა ხიდაშელმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა