„ორჯერ მეტად დაფიქრდებიან იქამდე, სანამ უკანონობას ჩაიდენენ“ - ბაჩო დოლიძე სამართალდამცავების შესაძლო სანქცირებაზე

სულ ნახვები : 127
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ძალიან საინტერესო პრეცედენტია, როდესაც უკვე არა მარტო მთავრობის ხელმძღვანელებს, არამედ დღეს უკვე საუბარია კონკრეტულ პირებზე, მათ შორის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებზე, რომლებიც უკანონობას სჩადიან თავიანთი მოსახლეობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ დღეს, 24 აპრილს პარტია „ახალი“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბაჩო დოლიძემ CNews-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მომავალში გაათმაგებულად დააკვირდებიან მოვლენებს საქართველოში და განსაკუთრებული ყურადღება უკვე იქნება ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებზე.

„შესაბამისად, როდესაც მათი იდენტიფიცირება ხდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იმიტომ, რომ ყურადღება მათ მიმართ კიდევ უფრო გაათმაგებული იქნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ-ზეგ ამ ადამიანებმა, რომ გამოიჩინონ დამატებით ინიციატივა და გააგრძელონ უკანონობის ჩადენა, დამიჯერეთ იმაზე სწრაფად მოხდება ადეკვატური ზომების მიღება მათ წინააღმდეგ, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. თქვენ იცით, რომ ზოგადად სანქციების დაწესება გრძელვადიანი პროცესია, თუმცაღა ვინაიდან თავიანთი გადაცდომებით და ადამიანების უფლებების უხეში დარღვევით ყურადღება მიიქციეს ამ ადამიანებმა, დამიჯერეთ ხვალ ზეგ ამ ადამიანების აქტივობა ძალიან დააჩქარებს ამ პროცესს და ეს იქნება პრეცედენტი, როდესაც უკვე საქმე ეხება თითოეულ ადამიანს, რომელიც უკანონობას სჩადის. ასე, რომ თუ ვინმეს ეგონა, რომ ეს ყველაფერი შერჩებოდა დღეს უკვე გვაქვს ის შემთხვევა, რომ ვიღაცები ორჯერ მეტად დაფიქრდებიან იქამდე, სანამ უკანონობას ჩაიდენენ", -  განუცხადა CNews-ს დოლიძემ.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა