დღეს მივალ აქციაქზე - ლაზარე გრიგორიადისმა საპრყრობილე დატოვა

სულ ნახვები : 158
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

მარტის აქციების მონაწილემ ლაზარე გრიგორიადისმა  საპრყრობილე დატოვა. 

 მისი თქმით, დღეს საღამოს პარლამენტთან აქციაზე მივა. კითხვაზე მოუწოდებს თუ არა ახალგაზრდებს, აღნიშნა, რომ მათ მოწოდება არ სჭირდებათ. 

რაც შეეხება მის მიმართ არსებულ ბრალდებებს,  მისი თქმით, აღიარებითი ჩვენება გააკეთა, რადგან მეგობრის დაჭერით ემუქრებოდნენ. 

მიიჩნევს რომ შესაძლოა განსხვავებული ვიზუალის გამო დაისაჯა.  „საქართველოში განსხვავებული ვიზუალი როდესაც გაქვს, მიჩვეული ხარ ამას“, -აღნიშნა  ლაზარე გრიგორიადისმა. 

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ლიდერების შესახებ დასმულ  კითხვას,  განაცხადა: „ცხადია რა გზაც აირჩიეს, რუსული გზა“.

მისივე თქმით, ციხეში ყველაზე მეტად მუსიკის გარეშე ყოფნა გაუჭირდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა