უკრაინაში დედა ორი წლის შვილს მილიონ გრივნად ყიდდა

სულ ნახვები : 237
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინული მედიის ცნობით,  გოგონამ დნიპროში ორი წლის შვილის მილიონ გრივნად გაყიდვა სცადა.

19 წლის გოგონამ მეგობარს შვილის ყიდვა შესთავაზა და მასთან შეხვედრა მოაწყო. ბავშვის მყიდველი თანხის გადარიცხვისას დააკავეს. დაკავებულია ბავშვის დედაც.

დედის თქმით, მას არ სურდა შვილზე ზრუნვა, ამიტომ გადაწყვიტა მისი მოშორება. იგი გეგმავდა შემოსავლით საკუთარი ბიზნესის გახსნას.

საბოლოოდ ბავშვი ხელისუფლების წარმომადგენლებს და არასრულწლოვანთა პოლიციას გადასცეს. ახლა ბიჭზე ექიმები ზრუნავენ.

დედას მალე „ადამიანით ვაჭრობის“ მუხლით გაასამართლებენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა