სასამართლო გახდა „ქართული ოცნების” ფილიალი, ხელისუფლების ნებისმიერ დავალებას პირნათლად ასრულებს - ჯაფარიძე

სულ ნახვები : 188
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ირაკლი კუპრაძე მშვიდობიან მომიტინგეთა შორის იყო და ის შეგნებულად იქნა შერჩეული, როგორც პოლიტიკური ლიდერი და ახლა ჩვენ ვხედავთ სადამსჯელო ღონისძიებას - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ნებისმიერ დავალებას, რომელსაც “ქართული ოცნება” გასცემს, სასამართლო პირნათლად ასრულებს.

„ცხადია, ყველგან დასტურდება, რომ ირაკლი კუპრაძე აბსოლუტურად არავის უწევდა წინააღმდეგობას. ის იყო მშვიდობიან მომიტინგეთა შორის და ის შეგნებულად იქნა შერჩეული, როგორც პოლიტიკური ლიდერი და ახლა ჩვენ ვხედავთ სადამსჯელო ღონისძიებას. ამიტომ დღევანდელი სასამართლოს მიმართ დამოკიდებულება, ცხადია, ცალსახაა, რადგანაც სასამართლო გახდა „ქართული ოცნების” ფილიალი. ნებისმიერ დავალებას, რომელსაც „ქართული ოცნება” გასცემს, სასამართლო პირნათლად ასრულებს. დღეს ეს ვითარება გვაქვს, რომელიც შეიცვლება არჩევნების შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნება” ოპოზიციაში გადავა და ჩვენ გვეყოლება პროქართული, ეროვნული, კოალიციური, პროევროპული ხელისუფლება”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „ლელოს” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე დააკავეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ კუპრაძეს 2 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა